facebook youtube

შემოდგომის ზეიმი თბილისის ბაღებში

19 ოქტომბერი 2017

thumbnail

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შემოდგომის ზეიმები იმართება - ბაღების აღსაზრდელები ტრადიციულ თათარობაში მონაწილეობენ და აღმზრდელების დახმარებით, ჩურჩხელების ამოვლებას სწავლობენ.

ყველა საბავშვო ბაღში მოწყობილია დეკორატიული კუთხეები, სადაც შემოდგომის ჭირნახულია გამოტანილი.

N112-ე ბაგა-ბაღში თათარობა ეზოში გაიმართა - სააღმზრდელო ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოაწყვეს და სტუმრად მისულ მშობლებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

1508742227.jpg1508742236.jpg1508742253.jpg