facebook youtube

საჯარო ბაგა-ბაღებში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 13 სექტემბერია

4 სექტემბერი 2017

thumbnail

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს იწყება. საბავშვო ბაღებში საჭირო საბუთები დარეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 13 სექტემბრისა. სავალდებულო დოკუმენტაციაა:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (ე.წ. ფორმა 100)
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი