facebook youtube

ნუცუბიძის მე-4მ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

4 აგვისტო 2017

thumbnail

  ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩადო. 7-ჯგუფიანი ბაღი 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს და ის 2018 წელს გაიხსნება. 
  ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.
  აღსანიშნავია, რომ ახალი ბაღი წლების წინ დახურული N183-ე ბაგა-ბაღის მიმდებარედ შენდება.


 

1501840023.jpg1501840029.jpg1501840034.jpg