facebook youtube

"პატარა ხელებით" შექმნილი ნამუშევრები მთაწმინდის ბაღებიდან

10 მაისი 2017

thumbnail

ბავშვთა შემოქმედების გამოფენა-ფესტივალი „პატარა ხელებით“ გრძელდება - მთაწმინდის რაიონში არსებული საჯარო ბაგა-ბაღების მიერ მოწყობილ გამოფენაზე აღსაზრდელების ნამუშევრები ჭარბობდა.

წარმოდგენილი იყო სტანდარტული სააღმზრდელო მეთოდოლოგიის პროცესში სხვადასხვა თემატიკით დამზადებული მინიატურები - ცხოველები, წყალქვეშა სამყარო, ფერმა, ვენახი, წელიწადის დროები, დედამიწა და ა.შ. გამოფენა N152-ე ბაგა-ბაღში გაიმართა და მის მუსიკალურად გაფორმებაზე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ იზრუნა.

ნამუშევრები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეარჩია. გამოფენას ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.

გამოფენაში მონაწილე ბაგა-ბაღები სამახსოვრო სიგელებით სააგენტოს ხელმძღვანელმა და რაიონის გამგებელმა დააჯილდოვეს. ფესტივალი „პატარა ხელებით“ რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ღონისძიების დასკვნითი ტური 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება, სადაც ექსპონატები გაიყიდება, შემოსული თანხა კი „სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

1494417290.jpg1494417299.jpg1494417324.jpg1494417377.jpg