facebook youtube

ფესტივალის "პატარა ხელებით" სამგორის რაიონული ტური

4 მაისი 2017

thumbnail

შემოქმედების გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ სამგორის რაიონულ ტურს თბილისის N128 ბაგა-ბაღმა უმასპინძლა. ღონისძიებაში რაიონში არსებულმა ყველა საჯარო ბაღმა მიიღო მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინა.

დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც მასპინძელმა საბავშვო ბაღმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმა, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები სამგორის რაიონიდან, ია მაკასარაშვილი,ლია ჯახველაძე და გულიკო ზუმბაძე, ასევე სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი. სპეციალური სტუმრის სტატუსით საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ყველასათვის საყვარელი არტისტები, ორი ჯუჯა ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მოიწვიეს, რომლებმაც ბავშვებთან ერთად იმღერეს და საკონკურსო ნამუშევრების შერჩევაშიც მიიღეს მონაწილეობა.

საკონკურსო ნამუშევრების შერჩევის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა ფესტივალის ყველა მონაწილეს სიგელები გადასცეს. სამგორის რაიონული ტური სიურპრიზით დასრულდა - ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურად ფესტივალისთვის დაწერილი ჰიმნის პრეზენტაცია გამართეს.

ფესტივალის ფინალური ღონისძიება 3 ივნისს გაიმართება და შერჩეული ნამუშევრები განახლებულ აღმაშენებელზე გამოიფინება. პროექტით გათვალისწინებულია გამოფენა-გაყიდვა, საიდან მიღებული თანხაც "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება

1494417038.jpg1494417047.jpg