facebook youtube

ნონა გაფრინდაშვილი სტუმრად თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში

3 აპრილი 2017

thumbnail

თბილისის 35-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყეს - გლდანის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღს მსოფლოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა.

ინიციატივა, რომელიც  ბაღებში ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილების ჩატარებისა და პატარებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად, მსოფლიო ჩემპიონს მაია ლომინეიშვილს ეკუთვნის.  პირველი გაკვეთილი 35-ე ბაღის აღსაზრდელებს დღეს სწორედ ჩემპიონებმა ჩაუტარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის ჭადრაკი უცხო არ ყოფილა და რამდენიმე აქტიურმა პატარამ ჩემპიონთან ერთად  ითამაშეს. ღია გაკვეთილს თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე დაესწრნენ.

ბაღის ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ ღონისძიების გაფორმებაზე  იზრუნა და საპატიო ჭადრაკის ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული ინტერიერი დაახვედრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ-ინტელექტუალური თამაშების დანერგვა საბავშვო ბაღებში და ეს ინიციატივა მართლაც მისასალმებელია. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება ჭადრაკის თამაშისკენ, მნიშვნელოვანია, რომ  5-6 წლიდან მას მიეცეს შესაბამისი ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნამდვილად დასაფასებელია ეს ინიციატივა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მხარს დაუჭერს მის განხორციელებას,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილებს მაია ლომინეიშვილი გლდანის რაიონის ბაღებში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აუდიტორიაშიც იყვნენ მომავალი ჩემპიონები

1491213935.jpg1491213942.jpg1491213948.jpg1491213954.jpg1491213960.jpg1491213969.jpg1491213978.jpg1491213984.jpg1491214005.jpg1491214016.jpg