facebook youtube

N162 საჯარო ბაგა-ბაღის პირველი სართული სრულად გარემონტდა

1 მარტი 2017

thumbnail

 მთაწმინდის რაიონში მდებარე N162 საჯარო ბაგა-ბაღში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ორსართულიან შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფია და თითოეული მათგანი სრულად არის აღჭურვილი როგორც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის, ისე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, რაც საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებისა, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების ინსტიტუტის დანერგვას ისახავს მიზნად, ოქროყანის საბავშვო ბაღს დაემატა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ფსიქოლოგისა და ექთნის ოთახები, გარემონტდა საპირფარეშოები, სამზარეულო და სპორტული დარბაზი. შენობა სრულად არის აღჭურვილი სამეთვალყურეო ვიდეო-კამერებით და აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. ოქროყანაში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა იმყოფებოდა, რომელმაც განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო. „ოქროყანაში საბავშვო ბაღი 1984 წლიდან ფუნქციონირებდა და შენობას ამ მასშტაბის სარემონტო სამუშაოები პირველად ჩაუტარდა. ბაღში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჰიგიენის ნორმების დაცვას შეუძლებელს ხდიდა, იყო ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი იყო შენობის გარე პერიმეტრიც. შენობის რეაბილიტაციის პარალელურად, მოწესრიგდა ბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორია, დაიგო ასფალტის საფარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა კომფორტულ და არასტრესულ გარემოში გაატარონ დღის დიდი ნაწილი და ამ მიზნით ჩვენ კიდევ ბევრი ღონისძიების გატარებას ვგეგმავთ,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

1488377089.jpg1488377093.jpg1488377096.jpg1488377100.jpg1488377104.jpg1488783176.jpg1488783191.jpg