facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დაწინაურების მიზნით კონკურსი ჩატარდა

27 დეკემბერი 2016

thumbnail

კონკურსი 24-25 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურდა დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულო იყო ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 650 მათგანი გამოცხადდა.

ტესტირების შედეგების ნახვა კონკურსანტებს შეეძლებათ 10 სამუშაო დღის შემდეგ, სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge, თითოეული მათგანისთვის მინიჭებული უნიკალური შტრიხკოდის საშუალებით. შტრიხკოდები თან ახლავს ტესტის ბოლო ფურცელს, რომლის ასლიც კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა. ამასთან, 10 სამუშაო დღის შემდეგ, კონკურსანტებს, შეხსენების მიზნით, საკუთარი კოდი დაეგზავნებათ სმს-შეტყობინების სახით.

შეგახსენებთ, რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგია:

30 ქულა - აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად;

40 ქულა - აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად;

50 ქულა - საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.

1482810819.jpg1482810826.jpg