facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაღების მზარეულებსა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორებს სერტიფიკატები გადაეცათ

14 დეკემბერი 2016

thumbnail

სურსათის ჰიგიენის წესებთან დაკავშირებული ტრენინგი ბაგა‐ბაღების მზარეულებსა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორებს შპს ,,ელფმა“ და კომპანია “ISO CONSULTING“-მა ჩაუტარა.

ტრენინგი ეხებოდა ისეთ მნიშვენლოვან საკითხებს, როგორიცაა სურსათის უვნებლობის საჭიროება, კონტამინაციის სახეობები და წყაროები, სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებები, სურსათში არსებული საფრთხეები, ბაგა‐ბაღებში სურსათის ჰიგიენურ პირობებში მიწოდების ზოგადი პრინციპები და სხვა. სამზარეულოს პერსონალმა ასევე ინფორმაცია მიიღო ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰიგიენა და სანიტარიის წესები ‐ სამზარეულოს რეცხვა, დეზინფექცია, ნარჩენების მენეჯმენტი, მავნებლების კონტროლი, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ვიზიტორების კონტროლი.

სწავლებას უძღვებოდა ექიმი‐ჰიგიენისტი, მედიცინის PhD, ISO 22000 წამყვანი აუდიტორი და ბრიტანული კომპანია Lloyd’s‐ის ავტორიზებული ტრენერი მზია კუზნეცოვა.

ტრენინგს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის განვითარების სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

სერტიფიკატი ამ ეტაპზე მთაწმინდის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის ბაღების სამეურნეო ნაწილის კოორდინატორებმა და მზარეულებმა მიიღეს. ტრენინგი თბილისის რაიონის ყველა ბაღის სამზარეულოს პერსონალს ჩაუტარდება.

კომპანია „ელფი“, რომელმაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში გაიმარჯვა, საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს. კომპანია უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებითი მომსახურების პუნქტებში. აღნიშნულ ტრენინგს კომპანია „ელფი“ სწორედ კონტრაქტის პირობებით აღებული ვალდებულების ფარგლებში ატარებს.

1481739111.jpg1481739230.jpg1481739420.jpg1481739798.jpg1481739845.jpg1481739886.jpg1481740080.jpg1481740372.jpg1481740376.jpg