ვაკანსია

ცხადდება კონკურსი ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის (ბაგა–ბაღები) კვალიფიციური საკადრო რეზერვის შესაქმნელად   

 

 

2019 წლის 9 სექტემბრიდან, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს კონკურსს ახალ  საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით.

 

აღნიშნული ბაღებია:

 

N30 - ისანი, ნავთლუღის ქუჩა N8; 

N81- კრწანისი, სოფელი ფონიჭალა; 

N92 -დიდუბე, მიხეილ ჭიაურელის ქ. N18 მიმდებარედ; 

N101- გლდანის 6 მ/რ 

N102-გლდანი 8 მ/რ. 

 

კონკურსი ცხადდება საბავშვო ბაგა-ბაღის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემდეგ პოზიციებზე:

 

აღმზრდელი (0.67) http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=255
აღმზრდელის თანაშემწე http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=256
მეეზოვე
http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=254
მებაღე http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=253
მუშა http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=252
დარაჯი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=251
ლოგოპედი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=250
აღმზრდელი (0.33) http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=244
მრეცხავი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=243
დამლაგებელი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=242
მზარეულის დამხმარე http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=241
მზარეული http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=240
ცეკვის მასწავლებელი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=239
მუსიკის მასწავლებელი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=238
სპეციალური პედაგოგი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=237
ფსიქოლოგი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=235
საქმისმწარმოებელი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=234
ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=233
სამეურნეო პროგრამების კოორდინატორი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=232
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი http://docs.kids.org.ge/extras/vacancy_app/?id=231

 

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, სპეციალური პედაგოგისა და აღმზრდელის პოზიციებზე კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: 1) განცხადებების გადარჩევა; 2) ტესტირება და 3) გასაუბრება. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“.

ყველა სხვა პოზიციაზე, კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 1) განცხადებების გადარჩევა; 2) გასაუბრება.

განაცხადების მიღება განხორციელდება ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge

რეგისტრაციის გავლამდე, გთხოვთ გაეცნოთ თითოეული პოზიციის შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ბმულზე: http://kids.org.ge/ge/sakvalifikatsio-motkhovnebi, შემდეგ, დააჭირეთ თქვენთვის სასურველ პოზიციას, აირჩიეთ ბაღი ნომრის მიხედვით, რის შემდეგაც გამოჩნდება განაცხადის ფორმა.

განაცხადების მიღება დასრულდება 2019 წლის 16 სექტემბერს, 18:00 საათზე.

პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, ინფორმაცია ტესტირებისა და გასაუბრების ზუსტი დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობებათ ტელეფონზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

 

განაცხადის შევსების შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა ატვირთოს პირადობის მოწმობის ასლი, CV/რეზიუმე (ავტობიოგრაფია), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში). 

 

საგამოცდო ლიტერატურის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://kids.org.ge/ge/kanonmdebloba