თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება გრძელდება
დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება. მეხუთე ეტაპის გაცემას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საკრებულოს მაჟორტარ დეპუტატ, თამარ ტალიაშვილთან ერთად ნაძალადევის რაიონში მდებარე N80 ბაგა-ბაღში დაესწრო. კვების პროდუქტების დარიგება დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 19 მარტიდან დაიწყო. პროცესი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. ბაღის პერსონალი და მშობლები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.