შემოდგომის გაცილება N182 ბაგა-ბაღში
თბილისის N182 საბავშვო ბაღში მუსიკალური ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით “შემოდგომის გაცილება” . 







სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები შეასრულეს და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში, რომელშიც მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. 





ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე მოწვეულ სტუმრებთან, ნიკა ელისაშვილთან და ლაშა ტალახაძესთან ერთად დაესწრო.