სამგორის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ახალი, 15-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს და 60-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.
მშენებლობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის დეტალები მათ ადგილობრივ მოსახლეობასაც გააცნეს.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება. საბავშვო ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს მომავალი წლის შემდგომაზე მიიღებს.