ახალი ამბები

სააგენტოს ხელმძღვანელი N199 ბაღში გამართულ გამწვანების აქციაში ჩაერთო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, N199 საბავშვო ბაგა-ბაღში გამწვანების აქციაში ჩაერთო.
თემატური აქტივობა, რომელიც მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული, ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან ერთად დაიგეგმა. პატარებმა მშობლებთან და სტუმრებთან ერთად “ირმის რქის“, ვაზისა და ყვავილების 50-მდე ნერგი დარგეს.
N199 ბაგა-ბაღ “ხუთკუნჭულაში” ყოველწლიურად იმართება გამწვანების აქციები მშობლებისა და აღსაზრდელების მონაწილეობით, რომელსაც, ამჯერად, სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელთან ერთად შეუერთდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, გოგი ჩიქოვანმა ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პერსონალსაც გაეცნო.