ახალი ამბები

N76 საბავშვო ბაღის შენობა სრულად განახლდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ მერის მოადგილე კახა გულედანთან და რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად, სამგორის რაიონში მდებარე N76 საბავშვო ბაღის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის ფასადი, მოწესრიგდა წყალსაწრეტების სისტემა, გარემონტდა ინტერიერი, ბაღი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. განახლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 700 000-მდე ლარი გამოიყო.