კახაბერ გვანცელაძე მშენებარე ობიექტების მონიტორინგს განაგრძობს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დედაქალაქის მასშტაბით მშენებარე ობიექტების მონიტორინგს აგრძელებს. გლდანის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კახაბერ გვანცელაძემ მოადგილესთან და ზედამხედველობის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.
2020 წელს, თბილისში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, სადაც 1000-ზე მეტი აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.