კახა გვანცელაძე შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული ბაღებს ეწვია
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში, შემოერთებულ დასახლებებში მოქმედი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. წავკისში, შინდისში, ტაბახმელასა და კოჯორში შედარებით მცირეკონტინგენტიანი ბაღები ფუნქციონირებს და მათი საჭიროებები განსხვავებულია. კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნული ბაღების ხელმძღვანელებთან ერთად არსებული პრობლემები განიხილა და მათი მოგვარების საკითხზე იმსჯელა. სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ზაფხულის არდადეგების პერიოდში განახორციელებს. იგეგმება როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.