facebook youtube

თემურ თორდინავა

თანამდებობა: დირექტორი

სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს სააგენტოს დირექტორი, რომელიც მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სააგენტოს დირექტორს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. სააგენტოს დირექტორი: დამფუძნებელის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს სააგენტოს უძრავ ქონებას, ზედამხედველობს სააგენტოს ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას, ახორციელებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შემოწმებისა ან/და ამაღლების ღონისძიებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამაშრომლებსა და სააგენტოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) ქვედანაყოფების-განყოფილებების) ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს, სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს, უზრუნველყოფს სააგენტოს მიზნების შესრულებას.

ნიკოლოზ თოდრაძე

თანამდებობა: დირექტორის მოადგილე

სააგენტოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამის მიმართულებებს, სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული მის საკურატორო სფეროში შემავალი საკითხების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის მოადგილე, საერთო კოორდინაციას უწევს მის საკურატორო სფეროში შემავალ სააგენტოს თანამშრომლებს, მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებისას, სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, მისი არყოფნის პერიოდში.

ნინო ბურძენიძე

მაია ქობალია

დავით კეკენაძე

თანამდებობა: ადმინისტრაციის უფროსი

ხელმძღვანელობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციას. ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა, სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სამოქმედო ნორმატიული ბაზით უზრუნველყოფა. სააგენტოში დოკუმენტების ბრუნვის მოწესრიგება, საქმის წარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა, სააგენტოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული (ბალანსზე დარიცხული)ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია, სერვერების პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ბავშვთა/აღსაზრდელთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის გამართვა, ადმინისტრირება, პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა, საკადრო პოლიტიკის განხორციელება - სააგენტოში და სააგენტოს მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაგა-ბაღებში კადრების მართვის სტრატეგიისა და საკადრო პოლიტიკის შემუშავება, კადრების მართვის ძირითადი ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელება, სააგენტოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შემოწმებისა და/ან ამაღლების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, სააგენტოსა და ბაგა-ბაღებს შორის ეფექტური კოორდინაციის მექანიზმის განვითარების ხელშეწყობა, სასამართლოში სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.