პროგრამა და პირობები

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ–ქ.თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების რიგი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი

 

1. ზოგადი დებულებები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ–ქ.თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების რიგი ვაკანტური თანამდებობების დაკავება და კვალიფიციური საკადრო რეზერვის შექმნა ხდება კონკურის წესით.

2. კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები (პირები), რომლებმაც სრულყოფილად წარადგინეს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილი დოკუმენტები.

3. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.

 

2. ტესტირება

1. ტესტი შედგება 30 ზოგადი უნარების შემცველი შეკითხვისგან.

2. თითოეული შეკითხვა აგებულია მრავლობითი არჩევანის პრინციპით - მოცემულია ერთი შეკითხვა და სავარაუდო პასუხები, რომელთაგან 1 არის სწორი პასუხი.

3. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი - 0 (ნული) ქულით.

4. კონკურსანტს გადაეცემა ტესტის ერთი ეგზემპლარი, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

5. კონკურსანტი ვალდებულია ტესტირებისას მონიშნოს მხოლოდ ერთი სავარაუდო სწორი პასუხი. ტესტში ორი ან მეტი პასუხის შემოხაზვისას, კონკრეტული შეკითხვის პასუხი ფასდება 0 (ნული) ქულით.

6.კონკურსანტს გადაეცემა პასუხების ფურცელი, სადაც მითითებულია კონკურსანტის უნიკალური კოდი. პასუხების შესავსები ფურცლების დაზიანება, მასზე რაიმე სახის წარწერების ან მონიშვნების გაკეთება აკრძალულია.

7. ტესტირების დაწყებამდე კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი, ტესტირების შევსების მეთოდიკის, პასუხების ფურცლის შევსების წესს და სხვა საკითხების შესახებ, რომელიც აუცილებელია ტესტირების ჯეროვნად ჩატარებისათვის.

8. კონკურსანტი, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 25 ქულას ან მეტს, გადადის კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე.

9. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ვაკანსიაზე ვერც ერთი კონკურსანტი ვერ დააგროვებს 25 ქულას, ასეთ ვაკანიაზე კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

10. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია დაწიოს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საჭირო მინიმალური გასვლითი ქულის რაოდენობა.



3. გასაუბრება

1. კონკურსის მეორე ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით.

2. გასაუბრება გაიმართება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც პირველი ტურის - ტესტირების მეშვეობით დააგროვეს მინიმალური გამსვლელი ქულა.

3. გასაუბრებაზე კონკურსანტები საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგებიან ინდივიდუალურად.

4. საკონკურსო კომისია გაეცნობა ინფორმაციას კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და პირველი ტურის შედეგების შესახებ.

5. გასაუბრებაზე კონკურსანტს უსვამენ შეკითხვას ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

6. კონკურსანტი ვალდებულია უპასუხოს კომისიის წევრთა შეკითხვებს, რომლებთა შინაარსი დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

7. კონკურსანტს შეიძლება დაუსვან შეკითხვა მისი უნარ-ჩვევებისა და მსჯელობის გამოვლენის მიზნით.

8. კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ საკონკურსო კომისია სხდომაზე, კონკურსანტების დაუსწრებლად, აფასებს ყოველი კონკურსანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

9. გადაწყვეტილების მისაღებად საკონკურსო კომისია ატარებს ღია კენჭისყრას. თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყოველ კონკურსანტს კენჭი ცალკე ეყრება.

10. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

11. საკონკურსო კომისია ინდივიდუალურად აფასებს თითოეულს კონკურსანტს (დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით).

12. გასაუბრებაზე კონკურსანტს არ აქვს სამართლებრივი აქტების ან სხვა სახის ლიტერატურის შეტანის უფლება.

13. გასაუბრების დასრულებისთანავე კონკურსანტი ტოვებს გასაუბრების ოთახს.

14. გასაუბრების ეტაპზე კომისია ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება კონკრეტული ვაკანტური თანამდებობა, თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი კორკუნსანტის ვინაობა (სახელი, გვარი) და კომისიის წევრთა კენჭისყრის შედეგები.

15. საკონკურსო კომისია იღებს 2 სახის გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება:

ა) კონკურსანტი გასაუბრებით შერჩეული იქნა;

ბ) კონკურსანტი გასაუბრებით ვერ იქნა შერჩეული.

16. კომისიის მიერ, კენჭისყრა ტარდება თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ ყველა კონკურსანტთან გასაუბრების დასრულების შემდეგ.

  1. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს კონკურსანტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.

.18. კანდიდატი, რომელიც არ გამოცხადდა გასაუბრებაზე იხსნება კონკურსიდან.

 

4. კონკურსის ჩატარების დამატებითი პირობები

 

1. კონკურსი ტარდება საკონკურსო კომისიის მიერ ამისათვის სპეციალურად შერჩეულ ადგილას.

2. საკონკურსო კომისია კონკურსის მსვლელობისას უზრუნველყოფს კონკურსის მონაწილეების საჭირო ინვენტარითა და ნივთებით მომარაგებას;

3. კონკურსის ობიექტურად, გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამართვის მიზნით, საკონკურსო ოთახი/დარბაზი უნდა იყოს საათი, რომლის განთავსება მოხდება ყველა მონაწილისათვის თვალსაჩინო ადგილას.

4. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილეს ეკრძალება:

) თან იქონიოს მობილური ტელეფონი ან/და სხვა ტექნიკური მოწყობილობა, კალამი, ნებისმიერი სახის ფურცელი, ბლოკნოტი, წიგნები ან/და საკანონმდებლო მასალა;

) საკუთარი ნომრის ან/და მითითებული ადგილის გაცვლა სხვა მონაწილეებთან;

) საკონკურსო მასალის (ტესტის) გაცვლა სხვა მონაწილეებთან ან/და საკონკურსო ოთახიდან გარეთ გატანა;

) გადალაპარაკება სხვა მონაწილეებთან;

) მისთვის გადაცემული ინვენტარის დაზიანება ან/და საკონკურსო ოთახიდან გარეთ გატანა;

ვ)საკონკურსო მასალის (ტესტის და პასუხის ფურცლის) დაზიანება, მასზე რაიმე სახის წარწერების ან მონიშვნების გაკეთება, ტესტში და პასუხის ფურცელში ორი ან მეტი პასუხის შემოხაზვა.

5. მონაწილე ვალდებულია:

)დროულად გამოცხადდეს კონკურსზე;

ბ) თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კონკურსის დაწყებამდე, საკონკურსო ოთახში შესვლის წინ, ჩააბაროს სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ პირს (დამხმარე პერსონალს) ის ნივთები, რომლის შეტანაც კონკურსზე აკრძალულია;

დ) დაიკავოს მისთვის გამოყოფილ ადგილი;

ე) კონკურსის მსვლელობისას დაიცვას სიჩუმე;

) ნებისმიერ სახის შეკითხვისათვის, ხელის აწევით, გამოიძახოს დამხარე პერსონალი;

) ტესტირების ადგილიდან (მაგიდიდან) გასვლის შემთხვევაში შეუთანხმდეს დამხმარე პერსონალს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვოს საკონკურსო ადგილი;

)დაიცვას საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესები.

6. მონაწილეთა მიერ კონკურსის პირობების დარღვევა არის მათი კონკურსიდან მოხნის საფუძველი.

 

5. კონკურის ჩატარების გრაფიკი

  1. კონკურსის გამოცხადების დღეა - 2013 წლის 17 სექტემბერი.

  2. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა - 2013 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით (გარდა საკადრო რეზერვის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსისა).

  3. კონკურსის პირველი ეტაპის - ტესტირების ჩატარების სავარაუდო თარიღია 2013 წლის ოქტომბერი .

  4. გასაჩივრების ვადად განისაზღვრება კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღე.

  5. კონკურსის მეორე ეტაპის - გასაუბრების სავარაუდო თარიღია 2013 წლის ნოემბერი.

  6. კონკურსის ყველა ეტაპის დაწყების კონკრეტული თარიღის შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო ელექტრონული მისამართის www.kids.org.ge მეშვეობით, მინიმუმ ერთი კვირით ადრე მაინც (გარდა საკადრო რეზერვის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსისა).

  7. კონკურსის ტესტირების/გასაუბრების თარიღი, დრო და ადგილი გამოქვეყნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო ელექტრონული მისამართის www.kids.org.ge მეშვეობით(გარდა საკადრო რეზერვის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსისა).

  8. კონკურსის ყველა ეტაპის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგები (მათ შორის ქულათა რაოდეობა) გამოქვეყნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო ელექტრონული მისამართის www.kids.org.ge მეშვეობით.

  9. ტესტირების იწყება წინასწარ გამოცხადებულ დროსა და ადგილას, მისი ხანგძლივობაა 2 საათი, რის შესახებაც, ტესტირების დაწყებისას ეცნობება ყველა მონაწილეს.

  10. კონკურსანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკურსი (ტესტირება/გასაუბრება) ჩატარდეს სხვადასხვა დღეს, შესაბამისად კონკურსანტებს ეცნობებათ მათი გამოცხადების კონკრეტული დღე.

  11. ტესტირების მსვლელობისას 3-ჯერ, (ტესტირების დასრულებამდე 1 საათით ადრე, 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე) კომისიის (სამდივნოს) წარმომადგენელი  მონაწილეებს გააფრთხილებს დარჩენილი დროის შესახებ.

  12. დროის ამოწურვის შემდეგ, მონაწილეები ვალდებულნი არიან გადასცენ საკუთარი ტესტები კომისიის წარმომადგენლებს და დატოვონ საკონკურსო ოთახი.

  13. დროის ამოწურვის შემდეგ მიღებული ტესტები შეფასდება 0 (ნული) ქულით.

 

6. კონკურსის პროგრამის და ჩატარების წესის საჯაროობა

1. კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი კონკურსის დაწყებამდე ცხადდება საჯაროდ (გარდა საკადრო რეზერვის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსისა), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო ელექტრონული მისამართის www.kids.org.ge მეშვეობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ მეტი